02 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
ჯანდაცვის სფეროს 2000-ზე მეტმა წარმომადგენელმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციისა და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ, საგანგებო პროექტის ფარგლებში უახლესი ინფორმაცია მიიღო

ჯანდაცვის სფეროს 2000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის ოჯახის ექიმებმა, სოფლის ექიმებმა, ზოგადი პროფილის ექიმებმა, პედიატრებმა და პროფესიული სამედიცინო ასოციაციების წევრებმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაციისა და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, უახლესი ინფორმაცია მიიღეს.

ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებები და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიათა სერია ექიმებთან საქართველოს დიდ ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში. სესიებს უძღვებოდა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, რომელმაც ექიმებს მიაწოდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინების შესახებ და აღჭურვა საჭირო ცოდნით, უნარებითა და რესურსებით, რომლებიც გაზრდის მოთხოვნას პაციენტებს, მშობლებსა და ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და რუტინულ ვაქცინაციაზე.

ექიმებმა მიიღეს ინფორმაცია, ვაქცინაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური ასპექტების შესახებ და გაიარეს ტრენინგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და მიდგომებში. შეხვედრებს ატარებდნენ სამედიცინო და საზოგადოების ჯანდაცვის სფეროს ცნობილი ექსპერტები.

დღის ამბები