02 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
საქართველო და მსოფლიო ბანკი პარტნიორობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ

საქართველო და მსოფლიო ბანკი პარტნიორობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანა მალევე გახდა მსოფლიო ბანკის წევრი და მას შემდეგ უკვე სამი ათეული წელია მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება.

საქართველო, დღეს როგორც დონორი სახელმწიფო, ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას. ქვეყნის სახელით დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა მოაწერა. 

"ეს პერიოდი ეკონომიკური წინსვლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული. აღინიშნა კიდეც მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ საქართველო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში, როგორ შეძლო ქვეყანამ ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანად ქცეულიყო და ქვეყანად, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების ძალიან დიდი ამბიციები. რაც შეეხება დღევანდელ მემორანდუმს, ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო იყო ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში და თვითონ იყო აიდას დახმარების მიმღები ბენეფიციარი ქვეყანა. დღეს საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა და შესაბამისად, ქვეყანას აქვს საშუალება, რომ გახდეს დონორი," - აცხადებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. 

დღის ამბები