02 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უნგრეთს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება 7,5 მილიარდი ევროთი შეუმცირონ

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უნგრეთს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება 7,5 მილიარდი ევროთი შეუმცირონ. მიზეზი უნგრეთში კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ხარვეზებია. რეკომენდაციის მიხედვით უნგრეთს ფინანსური სახსრების 65%-ის მიწოდება შეუწყდება.

ევროკომისიის შეშფოთებას ასევე უნგრეთის დემოკრატიის პრინციპების დარღვევები იწვევს, სადაც მმართველ პარტიას გავლენა აქვს სასამართლო სისტემაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საკითხის განსახილველად 2 თვის ვადა აქვთ. ევროკომისიის რეკომენდაციას უნგრეთის განვითარების მინისტრი გამოეხმაურა. ის პირობას დებს, რომ ევროკავშირის დაფინანსების შესანარჩუნებლად ევროკომისიის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

დღის ამბები