17 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
"ბავშვს მოძალადე მამა ჰყავდა, აქ იზრდებოდა... პაპა მეფერებოდა, არ მსიამოვნებდაო..." - შვილიშვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ცოლი ამბობს, რომ გოგონა იტყუება

მორიგი მძიმე დანაშაული, სადაც მსხვერპლი არასრულწლოვანია, მოძალადე კი ოჯახის წევრი. შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა, ის შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ 13 წლის არასრულწლოვანი გოგონა შესაძლოა მამის გავლენის ქვეშ მოექცა. 

"გაგვყარეს სუყველანი გარეთ, ლენტი გაუკეთეს და არც შემომიშვეს. მე თვითონ არ ვაპატიებდი ჩემს მეუღლეს არაფერი არ შემინიშნავს. ბავშვი აქ იყო, მოძალადე მამა ჰყავდა, გამოექცა ამ ყველაფერს, აქ იზრდებოდა. პაპა არ მსიამოვნებდა მეფერებოდაო, ეს ბავშვი ჰყავთ დარიგებული, გინდათ მომკალი უდანაშაულო ვარ სულ მაგას გაიძახის,"-ბრალდებულის მეუღლე.

ხოლო ბრალდებულის ოჯახის ნათესავი კი ამბობს, რომ ამ დრომდე დაკავებულისთვის არაფერი შეუნიშნავს. 

"დაკავებულია ჩემი დეიდაშვილი, რამე რომ ყოფილიყო ხო შევამჩნევდით. ძაღლის თავია ჩამარხული ჩვენც ვერ გავერკვიეთ. შეიძლება მამა აიძულებდეს და შეძლება შურისძიება იყვეს,"-დაკავებულის ნათესავი. 

დღის ამბები