15 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ დააფიქსიროს ევროპული სწრაფვა - პრაღის სამიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი როგორც სხდომაზე, ასევე თემატურ პანელებში მონაწილეობს

პრაღის სამიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს როგორც სხდომაზე, ასევე თემატურ პანელებში, იქნება ორმხრივი შეხვედრებიც.

ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის კიდევ ერთხელ დააფიქსიროს ევროპული სწრაფვა.

"საუბარი იქნება იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე,რომლებიც ჩვენს რეგიონშია და რეგიონის მიღმა, იმ გამოწვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას. მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა, იმ ქვეყნების ინტეგრაცია, ვინც ასოცირებულია ევროპულ ოჯახთან. ამ მხრივ ჩვენთვის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიზმიდან დანახული ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი პოზიცია არის, რომ ნებისმიერი ახალი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გააძლიეროს უფრო შედეგზე ორიენტირებული გახადოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილია ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში სხვა ლიდერებთან ერთად, რათა ერთობლივად იქნას განხილული იმ ქვეყნების მომავალი, ევროპული ასპირაციები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან," - აცხადებს დარჩიაშვილი.

დღის ამბები