25 აგვისტო 2026,   08:42
ვრცლად
საქართველოში "ღვინის დღეები" გრძელდება - ფესტივალი დღეს ლაგოდეხში, სიღნაღში, ცაგერსა და ჯიღაურში გაიმართება

საქართველოში "ღვინის დღეები" გრძელდება - ფესტივალი დღეს ლაგოდეხში, სიღნაღში, ცაგერსა და ჯიღაურში გაიმართება. გუშინ კი დღესასწაული დედოფლისწყაროსა და ახალციხეში იყო. 

დედოფლისწყაროში ღონისძიება კულტურის სახლის ახლოს მდებარე სკვერში შედგა. სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე გამოტანილი იყო ადგილობრივი წარმოების ღვინო და სხვა პროდუქტი.

ადგილზე ცხვებოდა პური, ავლებდნენ ჩურჩხელას. მოეწყო ღვინის კონკურსი, ცეკვის გაკვეთილებისთვის გამართული იყო სცენაც. დღის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩასული სტუმრებისთვის დუეტმა "ჯორჯიამ"იმღერა.

რაბათში, ახალციხის ციხეზე კი 15-მდე ადგილობრივი მწარმოებელი, მათგან 8 მეღვინე იყო წარმოდგენილი. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა. გამოტანილი იყო მესხური მწვანე, ფანასკერტელის მარანი, თამარის ვაზი და სხვა ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, ასევე მესხური ტენილი ყველი.

ღვინის ფესტივალი, რომელიც 9 ოქტომბერს გაიხსნა, 25-ში დაიხურება. ღვინის დღეები მსგავსი მასშტაბით წელს პირველად ჩატარდა და მას ყოველწლიური სახე ექნება.

დღის ამბები