ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125 ათასი ლარია.
პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. უკვე დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება კი თერთმეტ მილიონ ლარს აჭარბებს.