თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი დასრულებულია. დახურვის ცერემონიაზე ჟიურიმ გამარჯვებული ანიმაციური ფილმები გამოავლინა. საქართველოს კინოაკადემიის მიერ სხვადასხვა ნომინაციისთვის დაწესებული ჯილდოები გადაეცათ სტუდენტ რეჟისორებს, მათ შორის - ოთხ ქართველს.
საერთაშორისო ჟიურიმ, სხვა გამარჯვებულებთან ერთად, გამოავლინა გრან პრის მფლობელი ანიმაციური ფილმი "მიტოვებული სოფელი", რომლის რეჟისორია მარიამ კაპანაძე. ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება ოსკარის მფლობელი ნორვეგიული სტუდიის ახალი ანიმაციური ფილმის, "ტიტინას" ჩვენებით დაიხურა.