ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.
მხარეებმა იმსჯელეს ქართული მხარის მიერ დაყენებულ საკითხებზე, კერძოდ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხებზე. დღეისათვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება.
დღეს ოსურმა მხარემ კვლავ დააყენა სოფელ ჩორჩანაში არსებული ქართული საგუშაგოს საკითხი, რომლის შესახებაც მათ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დეტალური განმარტება მიიღეს.