კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაში მონაწილეობა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.
სემინარის მონაწილეები უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნენ, განიხილეს პრაქტიკული საქმეებიც.