27 აპრილი 2024,   01:32
ვრცლად
აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ - ვოლოდიმირ ზელენსკი

"აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ", - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინული ძალები რამდენიმე მიმართულებით წინსვლისთვის ემზადებიან.

"ურთულესი ვითარებაა ქვეყნის 15 ოლქში. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსახლეობას ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები ეტაპობრივად მიეწოდება. რუსეთს უკრაინელების არამარტო სინათლისა და სითბოს გარეშე დატოვება სურს, არამედ ტერორისტებს ჩვენი ერთმანეთისგან იზოლირება უნდათ. არ აქვს მნიშვნელობა რას გეგმავენ ტერორისტები, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაცია.

ფრონტზე არსებული ვითარებას ყურადღებით ვსწავლობთ, ჩვენ ვაკვირდებით ოკუპანტების ძალთა გადანაწილების სტრატეგიას და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათი მოქმედებები შევზღუდოთ.

სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ბიჭები მამაცურად იცავენ ჩვენს საკვანძო სასაზღვრო ტერიტორიებს ყველა მიმართულებით. არის მიმართულებები, სადაც წინსვლისთვის ვემზადებით," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები