29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
"ყოფილა ოთახი, სადაც ჩაუკეტავს ცეცხლწაკიდებული, ვერ შეამტვრიეს კარი," - რას ამბობენ ადგილობრივები თერჯოლაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

თერჯოლაში მამაკაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცმა დაზიანებები მიიღო. მას სხეულის 60%-მდე დამწვრობა აღენიშნება და მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა და სამსახურში, ოთახში ჩაკეტა. მათი ვერსიით, ქალმა შენობიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

"ხელყუმბარა იყო, თუ ბენზინით გაჟღენთილი ნაჭერი არ ვიცი...რა ინფორმაციაც მაქვს, "მაგნიტის" შიდა სივრცე არ ვიცი, ყოფილა ოთახი, სადაც შესულა, ჩაუკეტია ცეცხლ-წაკიდებული, ვერ შეამტვრიეს კარები, შემდეგ თვითონაც გადაისხა ბენზინი თუ ისე მოედო ამასაც, გარეთ გამოსულან," - აცხადებს

ადგილობრივების თქმით, ყოფილმა ქმარმა ეს შურისძიების მიზნით ჩაიდინა. მას წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები