დიდი შვიდეულის იუსტიციის მინისტრები უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად შეიკრიბებიან - ინფორმაციას გერმანიის იუსტიციის მინისტრი ავრცელებს.
7 ქვეყნის იუსტიციის მინისტრთა შეხვედრა გერმანიაში, ბერლინში შედგება. ამ ფორმატში იუსტიციის მინისტრთა შეხვედრა პირველად გაიმართება.
"აქ ბერლინში, მე შევხვდები იუსტიციის მინისტრებს დიდი შევიდეულის ქვეყნებიდან. ეს იქნება ისტორიული შეხვედრა. იმიტომ, რომ ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იუსტიციის მინისტრები ამ ფორმატში ხვდებიან.
კერძოდ, ვისაუბრებთ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ შემზარავ სამხედრო დანაშაულებზე, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდებით ჩვენი მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციაზე. საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით მნიშვნელოვანია, რომ ომის დანაშაულები არ დარჩეს დაუსჯელი, სადაც არ უნდა იყოს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდინა ის," - აცხადებს გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმან.