26 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ თბილისის 150-ე საჯარო სკოლას 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია უსასყიდლოდ გადასცა

25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია "გამარჯობა რუბი" - თბილისის 150-ე საჯარო სკოლას კომუნიკაციების კომისიამ უსასყიდლოდ გადასცა.

"თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში" და "მოგზაურობა კომპიუტერში" - ამ წიგნებით დაწყებითი კლასის 116-ი მოსწავლე პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლის.

"გამარჯობა რუბი" საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოდ 2019 წლიდან შევიდა. მას ამჟამად 21, უახლოეს მომავალში კი 61 სკოლა გამოიყენებს.

დღის ამბები