02 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
ხანგრძლივი პაემნისა და უმაღლესი განათლების უფლება, გაზრდილი სატელეფონო საუბრების რაოდენობა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებების, რომელიც პენიტენციურ კოდექსში შევიდა

ხანგრძლივი პაემნისა და უმაღლესი განათლების უფლება, გაზრდილი სატელეფონო საუბრების რაოდენობა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებების, რომელიც პენიტენციურ კოდექსში შევიდა.

პროექტზე მუშაობა დასრულებულია, მიზანი კი პატიმართა პირობებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად მსჯავრდადებულებისთვის ყველა პაემანი ასევე უფასო იქნება და მათ 60 ლარის ხოლო არასრულწლოვანების შემთხვევაში 30 ლარის გადახდა აღარ მოუწევთ.

პენიტენციური უწყება ყველა პატიმრისთვის ციფრული უნივერსიტეტის ხელმისაწვდომობის გაზრდასაც გეგმავს, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა.

პენიტენციურ კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაც. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, ასევე ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრეც. იუსტიციის სამინისტრო აპირებს ციხის თანამშრომლებს თანამდებობრივის გარდა, სტაჟის შესაბამისი დანამატიც მისცეს. კანონპროექტი პარლამენტს ხვალ გადაეგზავნება.

დღის ამბები