ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში -ავტომობილი, რომელსაც გზაზე ცხენებმა გადაურბინეს, წალენჯიხის მერიის საკუთრებაა. მანქანას წალენჯიხის მერის მოადგილე, ივანე ბურდული მართავდა.
მასთან ერთად იმყოფებოდა თვითმმართველი ორგანოს იურისტიც. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები.