18 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება - როდის დაიწყება პროექტი და როდიდან მიიღებს ანაკლია პირველ ტვირთებს

საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის ეკონომიკური შესაძლებლობები და მომავალზე ორიენტირებული პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. გადაწყდა, რომ პორტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტი - 51% ექნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.

ფაქტია, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს როლს რეგიონში კიდევ უფრო გააძლიერებს და ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით დიდ ინტერესს გამოიწვევს.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც.

"საქართველო აპირებს აქტიური როლი შეასრულოს პროექტის განხორციელებაში. სახელმწიფო იქნება აქტიურად წარმოდგენილი პროექტში როგორც ინვესტორი და ასევე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მოვიზიდოთ კერძო კომპანიები, ინვესტორები ან ოპერატორები იმისთვის, რომ შედგეს წარმატებული კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობა.

სახელმწიფოს ექნება 51% პროექტში და ასევე მართვაშიც აქტიურად იქნება ჩართული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეფექტიანად შევძლებთ მოკლე დროში პროექტის განხორციელებას. მიმდინარე წლის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა პოტენციურ, დაინტერესებულ პარტნიორებთან. ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაზრდისთვის. ანაკლიის პროექტი გაზრდის კონკურენტუნარიანობას მთლიანად ე.წ. შუა ან ცენტრალური დერეფნის," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სიახლე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა წარსულზეც, რაც მორიგი ურთიერთბრალდებების საბაბი გახდა.

დღის ამბები