25 აგვისტო 2026,   06:04
ვრცლად
სოფელ მანავში უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წელს დასრულდება

სოფელ მანავში ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტით გათვალისწინებულია მაგისტრალური მილსადენის, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ადგილზე მოეწყობა ჭაბურღილები და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებში 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

პროექტი 2023 წლის დასაწყისში დასრულდება, სოფელ მანავს კი 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

დღის ამბები