17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
ავარიული დაზიანების გამო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" რამდენიმე ასეულ აბონენტს წყალმომარაგება დღეს შუაღამემდე შეუწყდა - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

ავარიული დაზიანების გამო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" რამდენიმე ასეულ აბონენტს წყალმომარაგება დღეს შუაღამისას აღუდგება.

კახეთის გზატკეცილზე წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

GWP-ის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი დაზიანების აღსადგენად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

დაზიანების გამო დღეს, 12:10 საათიდან საღამოს 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგი ქუჩის აბონენტებს:

ახვლედიანის ქუჩაზე "ეკო ფუდს", ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის, თეთრი ხევის, აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებს. თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ღლონტის, ფრანგულიანის ქუჩებს, ლილოს დასახლება მე-2მ/რაიონის#10,11,12 კორპ. კახეთის გზატკეცილს N 83-დან N 138-მდე. შანშიაშვილისა და ბარდაველის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

დღის ამბები