რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ოთხივე ქუჩაზე განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა.
გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. კომპანია რუსთავის წყალმა ძირითადი სამუშაოები უკვე დაასრულა.
პროექტის ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.