მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უფლებადამცველი, გიორგი ჩალაძე ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საგანგაშო და კრიტიკულად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტიკულ ზღვარზე. სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში და ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა და ღონისძიებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს," - აცხადებს გიორგი ჩალაძე.
განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, რომელმაც თქვა, რომ
"გონება დაკარგა ღამე. მე როცა მოვედი აქ იყო ნევროლოგი და სხვა ექიმებიც იყვნენ შესულები. დაზიანებები მივიღეო, თვითონ როგორც მითხრა. საშინელი ფერი ჰქონდა და სიცხე ძალიან მაღალი, 39-მდე ჰქონდა და ეს ფონზე, რომ კოვიდი გავლილია," - აცხადებს გიული ალასანია.