02 მაისი 2024,   05:18
ვრცლად
ავარია ახალციხეში - მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშვებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები