მდინარე ყვირილა შლამების გარეშე - ჭიათურაში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი მიმდინარეობს. “ ჯორჯიან მანგანეზის” გარემოს დაცვის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფოს სპეციალური მმართველის გადაწყვეტილებით, მდინარის კალაპოტიდან ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამები ამოაქვთ.
სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე ამოღებულია დაახლოებით 15 ათასი ტონა შლამი, რომელსაც მომავალში ეკოლოგიური დანიშნულება ექნება. მდინარის გაწმენდის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი კი აგვისტოში დაიწყება.