02 მაისი 2024,   03:33
ვრცლად
რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი რეკრეაციების შექმნის მიზნით დაწყებული პროექტები გრძელდება

რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი რეკრეაციების შექმნის მიზნით დაწყებული პროექტები გრძელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოები ამჟამად ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის ქუჩაზე მიმდინარეობს.

1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი და ფანჩატურები გაკეთდება. ახალი რეკრეაცია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სკვერის მოწყობის სამუშაოებს რუსთავის მერი გაეცნო. 





დღის ამბები