02 მაისი 2024,   04:30
ვრცლად
ალექსანდრიტი თუ დიოდი - ზაზა თელია განმარტავს, რომელ კანზე რა ტიპის ლაზერია უფრო ეფექტიანი

თმის მოსაშორებლად, რა ტიპის ლაზერია უფრო ეფექტიანი, ალექსანდრიტი, დიოდი თუ ნეოდიუმი - თემაზე დერმატოლოგმა ზაზა თელიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა. დერმატოლოგის თქმით, კანის სხვადასხვა ტიპზე სხვადასხვა ლაზერია რეკომენდებული.

"მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებში, უმჯობესია, გაკეთდეს გრძელტალღოვანი, იგივე ნეოდიუმ იაგ ლაზერი, რომელიც საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია.

არსებობს ფიცპატრიკის კანის ტიპები - პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტიპის. პირველი ტიპის კანი არის ის, რომელიც ყოველთვის იწვება და არასოდეს ირუჯება, მეორე ტიპი არის ყოველთვის იწვება, ზოგჯერ ირუჯება, მესამე ტიპი არის - ყოველთვის ირუჯება, მაგრამ ზოგჯერ იწვება, მეოთხე ტიპია ყოველთვის ირუჯება არასოდეს იწვება. პირველი და მეორე ტიპის კანმა - შეიძლება, მესამემაც, უნდა გაიკეთოს ალექსანდრიტი, ან დიოდი, მეოთხე ტიპის კანი, რომელიც არის მუქი ფერის, უმჯობესია, გაიკეთონ იაგი, ანუ ნეოდიუმი. ალექსანდრიტს და დიოდს, პირველი და მეორე ტიპის კანის შემთხვევაში, დიდი განსხვავება არ აქვს," - ამბობს თელია.

აქვე, ექიმი აღნიშნავს, რომ ვერანაირი ტიპის ლაზერი ქერა თმას ვერ ხედავს და რეალურად, ღია ფერის თმაზე ლაზერის გაკეთება არაეფექტიანია.

 

დღის ამბები