15 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
თურქული მედიკამენტები ზუსტად იგივე ხარისხის არის, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში იყიდება - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, "ღამის კურიერის" ეთერში თურქული მედიკამენტების შესახებ ისაუბრა. 

ზურაბ აზარაშვილმა ამ მედიკამენტების ხარისხზე გააკეთა აქცენტი და განმარტა, რომ ისინი ზუსტად იგივე ხარისხის არის, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში იყიდება, უბრალოდ გამარტივებული რეჟიმით შემოტანის გამო, ის საქართველოში უფრო იაფია, ვიდრე ევრპიდან შემოტანილი მედიკამენტები. 

"მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დავადასტურო, რომ ზუსტად იგივე იგივე ხარისხის მედიკამენტებია და ზუსტად იგივე მწარმოებელი ქარხნებია თურქეთში, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში იყიდება. შესაბამისად, ის მედიკამენტები, რომელიც დაშვებულია თურქულ ბაზარზე, ევროპის ბაზარზე და ა.შ. და შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატები მოყვება, მკაცრად კონტროლდება ჩვენთან. ყველა მედიკამენტი სტანდარტს შეესაბამება. იმაზე სპეკულაციებს, რომ თითქოს დაბალხარისხიანია თურქული მედიკამენტები ახსნაც არ აქვს. ეს ის მედიკამენტებია, რომლის ევროპული ანალოგები 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირი ღირს. თურქული ანალოგი კი არის ის, ჩვენ რა შესაძლებლობაც მივეცით ფარმაცევტულ ბაზარს რომ პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოეტანათ და ამის ხარჯზე გაიაფებულიყო. მიუღებელი და არაეთიკურია, რომ ეს მედიკამენტები იგივე ფასად გაიყიდოს, როგორც ეს ხდება ევროპიდან რთული გზით შემოსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა

დღის ამბები