18 მაისი 2024,   20:32
ვრცლად
იცოდა თუ არა ნეაპოლში დაკავებულმა ქართველმა, რომ მას 10 წელია საბერძნეთის პოლიცია ეძებს - რას ყვებიან აეროპორტში დაკავებული 38 წლის მამაკაცის ახლობლები "კურიერთან"

ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ, ნეაპოლში ჩასული ქართველი მამაკაცი აეროპორტში დააკავეს. ირაკლი ნარიმანიძე ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის მიერ იძებნებოდა.

ბერძნული გამოძიება მამაკაცს ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

მას დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. "კურიერი" დღეს 38 წლის ირაკლი ნარიმანიძის ოჯახში იმყოფებოდა. 

დაკავებულის ახლობლებს  დეტალებზე საუბარი არ სურთ, ისინი არც ნარიმანიძის სამართლებლივ პრობლემებზე საუბრობენ. 

როგორც დაკავებულის მეგობარი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, თავად ნარიმანიძემაც არ იცოდა, რომ ეძებდნენ.

"სპეცოპერაცია არ ყოფილა, დააკავეს ნაპოლში. საბერძნეთში ცხოვრობდა ადრე და მაშინდელ რამეს ედავებიან, თვითონაც რომ სცოდნოდა რამე პრობლემები აქვს, ასე ხომ არ წამოვიდოდა აეროპორტში? ჯერ ადვოკატიც არ ყავს," - აცხადებს დაკავებულის მეგობარი. 

დღის ამბები