25 აგვისტო 2026,   09:34
ვრცლად
დააკავეს 42 წლის კაცი, რომელმაც, შსს-ს ცნობით, მღვდელი დაჭრა - უწყება კადრებს ავრცელებს

სასულიერო პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალს წაუყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების კადრები გაავრცელა. 42 წლის მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიების ინფორმაციით, მან ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა მამა ცოტნე თვარაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. 

ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მამა ცოტნე თვარაძე კლინიკაში რჩება, მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

დღის ამბები