22 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო აქციის ეპიცენტრია. პოლიტიკური პარტიები, ქალების მსვლელობა, სტუდენტები და აქტივისტები საქართველოს პარლამენტის წინ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ, დემონსტრანტები დედაქალაქის მთავარ გამზირზე კვლავ დაბრუნდნენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

"ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუცია, დაარღვია ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, ამიტომ მთავარი, ელემენტარული მოთხოვნაა ამ საზოგადოების არის ის, რომ გაწვეულ იქნეს ეს კანონი, გაუქმდეს პირველი მოსმენით გადაწყვეტილება. აქ საუბარი არ უნდა იყოს - ვენეციის კომისიაში გადავაგზავნით, ტერმინებზე ვიდავებთ - ამ ბუღალტერიაში შესვლას არავინ არ აპირებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები უკვე დაიწყო.

 

დღის ამბები