07 დეკემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"ევროპარლამენტარების დებატებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ კანონი იყო რუსული და რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა" - თეონა აქუბარდია

სტრასბურგში გამართულ დებატებს, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ევროპარლამენტარების მხრიდან განცხადებები გაკეთდა, შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპელი პარტნიორების გზავნილები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სადავო დოკუმენტი რუსული კანონია. ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს მიხეილ სააკაშვილზეც აკეთებენ და ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რიტორიკა, რომელიც ამ საკითხზე ევროპარლამენტიდან მოდის.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათივე პარტნიორები, სოციალ დემოკრატები აკრიტიკებენ იმ ნაბიჯების გამო, რასაც ბოლო პერიოდია ხელისუფლება აკეთებს. მნიშვნელოვანი იყო ის რიტორიკა, რომელიც ისმის ევროპარლამენტიდან სააკაშვილთან მიმართებაში. ყველა მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ცივილური ნაბიჯი და არ განახორციელოს ის პოლიტიკური ვენდეტა, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში ჩადის," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ევროპარლკამენტარების დებატებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კანონი იყო რუსული და რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა.

"ევროპარლამენტარების დებატებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ კანონი იყო რუსული და რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. აშორებდა საქართველოს ევროპული მომავლისგან. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება იძლევა შესაძლებლობას საქართველოსთვის და არა ქართული ოცნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები