07 დეკემბერი 2024,   22:09
ვრცლად
"ეს არის კიდევ ერთი დიდი სამარცხვინო დებატი და სირცხვილის ლაქა მათსავე რეპუტაციაზე" - ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტში გამართული დებატების შესახებ

სტრასბურგში გამართულ დებატებს, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ევროპარლამენტარების მხრიდან განცხადებები გაკეთდა, შეფასებები მოჰყვა თბილისში. 

ევროპელი დეპუტატების გუშინდელ დებატებს "ხალხის ძალა" საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შემშლელ ფაქტორად აფასებს და ამტკიცებს, რომ ევროპელი დეპუტატები ე.წ. "ფეიქ კამპანიას" განაგრძობენ.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო  კიდევ ერთი "სამარცხვინო დებატი". 

"ეს დებატები არის ევროპარლამენტარების მხრიდან სწორედ ხელის შეშლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და ეს არის კიდევ ერთი დიდი სამარცხვინო დებატი და სირცხვილის ლაქა მათსავე რეპუტაციაზე. ისინი აგრძელებენ იმ ფეიკ კამპანიას და იმ ცრუ ნარატივზე აგებულ კამპანიას, რომელმაც საქართველოში უკვე ყველას აჩვენა თუ ვის უნდა რეალურად ევროინტეგრაცია და ვინ არის ამის წინააღმდეგი," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ცალმხრივად და სუბიექტურად მიიჩნევს უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგში გამოთქმულ მოსაზრებებსაც. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ევროდეპუტატები ლობიზმით არიან დაკავებული. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე 

"ევროპარლამენტარების განცხადებები, რა თქმა უნდა, ცალმხრივია. ეს ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებიც გარკვეულ ვალდებულებაში არიან სწორედ მიხეილ სააკაშვილთან, მის მხარეს წარმოადგენენ. ისინი ნეიტრალური არ არიან, ისინი არიან სუბიექტურად განწყობილი, მისი თანამოაზრეები და მისი უშუალო ლობისტები," - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები