ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი გვიანობამდე გაგრძელდა. სხდომაზე ბრალდების მხარის 10-ზე მეტი მოწმე გამოიკითხა. მათ შორის იყო დავით ხვიბლიანი, სწორედ ის მართავდა ავტომობილს, რომლითაც "საქართველოს ბანკიდან" გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად გადაადგილდებოდა. 2020 წლის ოქტომბრის ამბები მოწმემ დინტაციური გამოკითხვის დროს გაიხსენა.
დაცვის მხარე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაზე საუბრობს.
სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. მომდევნო პროცესი ხვალ შედგება.