25 აგვისტო 2026,   10:14
ვრცლად
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"20 მარტიდან რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები