17 მაისი 2024,   13:38
ვრცლად
ლიფტში ნაპოვნი ცხედრის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისში მუხიანში,  ლიფტში ნაპოვნ მამაკაცის ცხედარს დაზიანებები აქვს. სავარაუდოდ, ის მოკლულია. ადგილზე ამბობენ, რომ ცხედარი დასახიჩრებულია.

შსს-ს ინფორმაცით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

დაღუპული დილით ადგილობრივებმა ლიფტში იპოვეს. ლიფტს ცეცხლის კვალიც აღენიშნება.

შემთხვევა მუხიანში მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.

დაღუპული მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი უკონფლიქტო იყო და მიზეზებზე საუბარი უჭირთ.  

დღის ამბები