27 ივლისი 2024,   04:31
ვრცლად
ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება - დღეს სავარაუდოდ "ეკო სერვისის" წარმომადგენელი და მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გამოიკითხებიან

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

დღეს სავარაუდოდ "ეკო სერვისის" წარმომადგენელი და მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გამოიკითხებიან.

ადვოკატების მტკიცებით, პროკურატურას დაკავებულთა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. ბრალს არ აღიარებენ თავად დაკავებულებიც.

მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ბრალად კი სამსახურებრივ გულგრილობასთან ერთად, ყალბი დოკუმენტების გამოყენება და უხარისხო სამუშაოების შესრულება ედებათ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები