25 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
გიორგი მიქაუტაძის გოლით "მეცმა" "ლავალს" 1:0 მოუგო

ნორვეგიასთან გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ კლუბშიც გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში "მეცმა" "ლავალს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა.

მეცის ფეხბურთელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს, "ბორდოს" გადაასწრეს და 51 ქულით მეორე ადგილზე არიან. მიქაუტაძისთვის ეს ლიგა 2-ში მე-15 გოლია. მეცი მომდევნო ტურში აუტსაიდერ პოს ესტუმრება, რის შემდეგაც დავითაშვილის ბორდოს უმასპინძლებს. ქართული დაპირისპირება ლიგა 2-ში 15 აპრილს შედგება.

დღის ამბები