"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული ანზორ ლომიძის საქმის პროკურორმა ალინა კუკავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებული მედიკამენტებს არ იღებდა, საცხოვრებელი სახლი დატოვა და რამდენიმე დღის განმავლობაში, მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო.
"მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი", - განაცხადა ალინა კუკავამ.
ცნობისთვის, "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.
მან პროცესზე, მოსამართლის კითხვის საპასუხოდ მხოლოდ ის თქვა, რომ დამთავრებული აქვს მხოლოდ სკოლა, წარსულში ცხოვრობდა თემქაზე, თუმცა ახლა საცხოვრებელი არ აქვს.