25 აგვისტო 2026,   08:14
ვრცლად
"მაქსიმალური სასჯელი აქვს, სამართალმა იზეიმა, მაგრამ ამით ჩემი საბა ხომ არ დაგვიბრუნდება..."- რას ამბობს ზუგდიდში 12 წლის მოკლული ბიჭის ბებია

მაქსიმალური სასჯელი არასრულწლოვანის მკვლელობისთვის - ზუგდიდის სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა მოზარდს, რომელმაც თანატოლს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ მკვლელს მაქსიმალური, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

"მაქსიმალური სასჯელი აქვს სამართალმა იზეიმა, მაგრამ ამით ჩემი საბა ხომ არ დაგვიბრუნდება?,"- ამბობს გარდაცვლილის ბებია.

საქმე ეხება 20 ნოემბერს, ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს. სტადიონზე მკვლელობა თანატოლებს შორის ურთიერთ შელაპარაკებას მოჰყვა, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

დღის ამბები