ოზურგეთის საკრებულოს სხდომა დღეს ისევ დაპირისპირებით დაიწყო - ამჯერად, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონფლიქტის მიზეზი ოზურგეთის ცენტრში, საყვავილეებში აღმოჩენილი მარიხუანას ნერგები გახდა. ოპოზიციამ შესაბამის ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა, უმრავლესობამ კი "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციაში დაადანაშაულა. უმრავლესობის განცხადებებით, შესაძლოა საქმის უკან ოპოზიციის პროვოკაცია იდგეს.
""ნაციონალური მოძრაობა" თავისი მთავრობის წევრების წევრებით, იცით ეს საჯარო ფოტო-ვიდეო მასალებია, ძალიან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ნარკოტიკებთან და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან მთავრობის არა ერთი წევრი მათი მუშაობის პერიოდში. შესაბამისად ყველგან ეს ელანდებათ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რასაც დათესავენ თვითონ იმას მოიმკიან, გასულ პერიოდში მოიმკეს და აწი, რასაც აწი დათესავენ იმას მოიმკიან. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს. საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება არის სირცხვილი და საკუთარი ქალაქის სიძულვილი არის სირცხვილი," - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.