დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაკავებულთა ნაწილის პირველი არსებითი განხილვა გაიმართება. მათ შორის იქნება მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. გიგა გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გარდა ამისა, მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებასაც ედავებიან.
შეგახსენებთ გიგაშვილი, რომელმაც თანამდებობა ტრაგედიიდან მალევე დატოვა, მარტის დასაწყისში დააკავეს.