პროკურატურამ კიდევ ერთ საქმეზე, მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო - უწყების ინფორმაციით, მალხაზ ბარამიძეს 2011 წელს ბრალი იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გონიოში მიწის ნაკვეთის მითვისების არგუმენტით წარუდგინა, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - ბრალდებულს დაეკისრა გირაო და პირობითი მსჯავრი.
აღნიშნული პირი, ხელახალი გამოძიებით გამართლდა - პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
„წინა ხელისუფლების დროს გავხდი უკანონობის მსხვერპლი, ჩამომართვეს დაკანონებული მიწა. მივმართე პროკურატურას განცხადებით, შეისწავლეს ჩემი საქმე და მცნეს დაზარალებულად,“ - აცხადებს დაზარალებული მალხაზ ბარამიძე.