18 მაისი 2024,   03:39
ვრცლად
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ლოს ანჯელესში, ლეიკერსმა გოლდენ სტეიტს 122:101 მოუგო და სერიაში 4:2 გაიმარჯვა, რითიც კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა. ლეიკერსმა მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში აჯობა, ლოს ანჯელესელებმა ოთხივე მეოთხედის მოგება შეძლეს.

ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგი ლებრონ ჯეიმსმა აჩვენა, რომელმაც 30 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მეტოქე გუნდის მხრიდან კი თავი გამოიჩინა სტეფ კარიმ, რომელმაც 32 ქულა, 6 მოხსნა და 5 გადაცემა შეასრულა. ამრიგად დასავლეთ კონფერენციის ფინალში ლოს ანჯელეს ლეიკერსი, დენვერ ნაგეთს დაუპირისპირდება, პირველი შეხვედრა 17 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

დღის ამბები