25 აგვისტო 2026,   09:12
ვრცლად
ვერდიქტი გამოტანილია - ნაფიცმა მსაჯულებმა მეგობარი ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა, მეგობარი ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნეს. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მამაკაცს, რომელმაც მეგობარი ქალი სასაფლაოსთან სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა, 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ბრალდებულისა და დაზარალებულის ფარული ურთიერთობის, ქალის მხრიდან გასაჯაროება და მათი ერთობლივი ფოტოს სოციალურ ქსელში განთავსება გახდა. სასტიკად ნაცემი ქალი ადგილზე დაიღუპა.

დღის ამბები