სუსის კონტრტერორისტულმა ცენტრმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა.
კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.
"კურიერი" დაკავებულების მეზობლებს ესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა, რაც შეეხება დაკავებულების ვინაობას, მათი ინფორმაციით, ისინი მეზობლებს არ ეკონტაქტებოდნენ და ადგილზე დაახლოებით ერთი წლის წინ ქირით გადმოვიდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებულები კონსპირაციულად ცხოვრობდნენ და მეზობლებთან ახლო კონტაქტში არ შედიოდნენ.
ადვოკატი იოსებ ნატროშვილი, რომელიც 4 ბრალდებულს იცავს აცხადებს, რომ ჯამში სულ 7 ადამიანია დაკავებული და აქედან 6 საქართველოს მოქალაქეა.
ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით, დაკავებულებს არ შეხვედრია საქმეს კი გრიფით საიდუმლო ადევს.