25 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. ეს არის ისტორიული შედეგი, რადგანაც, საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ლიდერი პირველივე სეზონში გახდა და "ნაპოლის" ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა.

ნეაპოლში ზეიმია- მარადონას სახელობის სტადიონზე "ნაპოლის" გუნდს საზეიმოდ გადაეცემა თასი. საზეიმო მსვლელობაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის არიან ქართველი გულშემატკივრები.


დღის ამბები