20 სექტემბერი 2024,   04:14
ვრცლად
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში, მონაწილეობა რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მათთვის გაიმართა პრეზენტაციები საჯარო სამსახურში კორუფციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ინტერესთა შეუთავსებლობა, მამხილებელთა დაცვის მექანიზმი, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფცია, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიება.

დღის ამბები