02 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
კიევი საოკუპაციო ძალებს ყირიმში დასაბრუნებელ გზებს უჭრის - უკრაინულმა რაკეტებმა ხერსონის ოლქის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი რამდენიმე ხიდი დააზიანეს

ომის 484-ე დილა ჩონგარის ხიდის აფეთქებით დაიწყო. საოკუპაციო ძალა ამ უმოკლეს გზას, ყირიმიდან ზაპოროჟიეს ოლქში საბრძოლო მასალის და ცოცხალი ძალის გადასროლისთვის იყენებდა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო მმართველები კიევს საპასუხო შეტევით ემუქრებიან.

ოფიციალურ კიევი მომხდარს თავდაცვით ღონისძიებას უწოდებს, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს თავდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ რუსული არმიის 40-მდე შეტევა მოიგერიეს. აგრესორი ავდიივკას, კუპიანსკის, ბახმუტის და ლიმანის მიმართულებით ცდილობს წინსვლას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ - ამბობენ გენშტაბში. 

უკრაინელების კონტრშეტევა გრძელდება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალის თავდაცვა რამდენიმე მიმართულებით გაარღვიეს. ლიკვიდირებულია ათობით რუსი ჯარისკაცი, განადგურებულია აგრესორის მძიმე ტექნიკა. ფრონტზე წარუმატებლობის გამო რუსეთმა შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტი განახორციელოს. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკი ამახვილებს ყურადღებას და მსოფლიო საზოგადოებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დასავლელ ლიდერებს ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის პრეზიდენტი საფრთხის მაღალ დონეზე საუბრობს, კიევი პარტნიორებს კახოვკის ჰესის აფეთქებამდე უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებულ მასალებს ახსენებს და ამჯერად მყისიერი რეაგირებისკენ კატასტროფამდე მოუწოდებს.

 

 

 

დღის ამბები