ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოში - სხდომის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ მათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ, დაცვის სამსახურს სთხოვა ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაეყვანათ.
ოპოზიციონერი დეპუტატი, მამუკა ჯივაიში დაცვის პოლიციამ სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ კითხვები ჰქონდათ ხელვაჩაურის მერის ყოფილი მოადგილის და ხელვაჩაურის წყლის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების საქმიანობასთან დაკავშირებით.