03 მაისი 2024,   14:35
ვრცლად
"კურიერმა" თურქეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახი, თბილისში მოძებნა - რატომ ფიქრობენ ქალის ნათესავები, რომ მამაკაცი მისმა ბიძამ მოკლა

თურქეთში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ქალის ნათესავები კურიერმა თბილისში მოძებნა. სატელეფონო საუბარში ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი თურქეთში იმყოფება, ქალის ძმა კი დის უდანაშაულობას ამტკიცებს და ამბობს რომ მამაკაცი საკუთარმა ბიძამ მოკლა.

ბინა თბილისში, სადაც თურქეთში დაკავებული ქალია რეგისტრირებული, გაქირავებულია. მეზობლები ამბობენ, რომ მეპატრონე აქ დიდი ხანია არ გამოჩენილა.

ერზრუმში 47 წლის თურქი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირია დაკავებული. წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან მოკლულის მეუღლე და ბიძა. თურქული პრესა აქტიურად აშუქებს სასამართლო პროცესს.

ერზრუმის სასამართლოში დაკავებულების გამოჩენას მოკლული კაცის ახლობლების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ქალი ქმრის მკვლელობას არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. მასთან ერთად დაკავებულმა მამაკაცმა კი სასამართლოს აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა და მკვლელობის მოტივიც დაასახელა.

მოკლულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ერზრუმის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

დღის ამბები