03 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
მსოფლიოს ნეიროქირურგთა ასოციაციის ეგიდით, თბილისში, საერთაშორისო კონგრესი იმართება

მსოფლიოს ნეიროქირურგთა ასოციაციის ეგიდით, თბილისში, საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესი ორიენტირებულია, კოლეგებს შორის, ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულარული პათოლოგიების დიაგნოსტირების, მკურნალობის ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაზიარებაზე.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებიან მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

დღის ამბები